თურქეთში სტამბოლის მერის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

20 მარტი 2025, 10:20 214 ნახვა

ანკარაში, სტამბოლის მერის დაკავების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გვიან ღამემდე გაგრძელდა.  მომიტინგეები სკანდირებდნენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს. ანკარაში ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის რამდენიმე ასეული სტუდენტი  გამოვიდა საპროტესტო აქციაზე.  ისინი პოლიციას დაუპირისპირდნენ, რომლებმაც თავის მხრივ სტუდენტების დასაშლელად წიწაკის სპრეი  გამოიყენეს.

თურქეთში სტამბულის მერი ეკრემ იმამოღლუ, პრეზიდენტ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, კორუფციისა და ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირის   ბრალდებით დააკავეს. იმამოღლუს დაკავებას მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ სამოქალაქო გადატრიალება უწოდა.  საპროტესტო აქციები და შეკრებები გაიმართა თურქეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის იზმირსა და ტრაპიზონში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში