ლოს-ანჯელესის რაიონში სპეის-იქსის შტაბ-ბინასთან მომიტინგეთა ჯგუფი შეიკრიბა და აშშ-ის ფედერალურ ბიუჯეტში სოციალური დაცვის ფედერალური პროგრამების დაგეგმილი შემცირება გააპროტესტა.
კმარა - სკანდირებდნენ ისინი და აცხადებდნენ, რომ აშშ-ს ახლა ჰყავს კორპორატიული მილიარდერები, რომლებმაც მიიტაცეს დემოკრატია და ცდილობენ შეცვალონ მთავრობა, რათა კიდევ უფრო გამდიდრდნენ.
ილონ მასკმა ფოქს-ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ტესლას წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ყოველგვარ აზრს მოკლებულია.