ტრამპთან რუსეთის ენერგო სექტორზე ცეცხლის შეწყვეტა განვიხილეთ - ზელენსკი

20 მარტი 2025, 09:35 225 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან და მისმა ამერიკელმა კოლეგამ დონალდ ტრამპმა სატელეფონო მოლაპარაკებების დროს განიხილეს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე  დარტყმების შეწყვეტის საკითხი. 

უკრაინა შეადგენს იმ ობიექტების სიას, რომლებიც შეიძლება დაექვემდებაროს ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტას შეერთებული შტატების შუამავლობით, თქვა მან ვირტუალურ პრესკონფერენციაზე. ეს სია შეიძლება შეიცავდეს არა მხოლოდ ენერგეტიკულ, არამედ სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურას.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად იქნება განიხილოს აშშ-ის მონაწილეობა ატომური ელექტრო სადგურის მოდერნიზებასა და ინვესტირებაში, თუ ის უკრაინას დაუბრუნდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში