რუსეთმა უკრაინის ქალაქ კროპივნიცკიზე დრონებით თავდასხმა განახორციელა

20 მარტი 2025, 10:05 292 ნახვა

რუსეთმა უკრაინის ქალაქ კროპივნიცკიზე მასშტაბური იერიში მიიტანა. კიროვოგრადის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი რაიკოვიჩის თქმით, რუსებმა ქალაქს 20-ზე მეტი დრონით შეუტიეს.

„განადგურდა მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები: კერძო სექტორი, მრავალსართულიანი შენობები. როგორი დაცინვაა - მტრის დრონებმა მშვიდობის ქუჩას დაარტყეს“, - აღნიშნა რაიკოვიჩმა.

დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რის გამოც მატარებლების მარშრუტი შეიცვალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში