პროფესიული დღე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრის ჟურნალისტებს მიულოცა.
ლევან მგალობლიშვილმა ორ ჟურნალისტს - გულიადა ჭკადუას და ენემეო სიდიანს მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის აფხაზეთის მთავრობის სახელით მადლობის სიგელები გადასცა.
გულიადა ჭკადუა აფხაზეთის თემაზე მრავალი წელია, მუშაობას, ენემეო სიდიანი კი აფხაზეთის ქართულენოვან ტელევიზიაში ოპერატორად მუშაობდა და ომის ამსახველი არაერთი საინტერესო კადრის ავტორია.