საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად გურიის რეგიონს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო.
გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება.
განკარგულების თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 1 228 062 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 794 968 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – 546 018 ლარი გამოეყოფა.
განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა.