პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობდა. კომისიის წევრები ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთ საქმეს, კერძოდ ბესო ხარძიანის საკითხს განიხილავდნენ.
დღევანდელ სხდომას გარდაცვლილი ბიზნესმენის ბესო ხარძიანის შვილი დაესწრო და კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა. სხდომაზე კომისიის წევრებმა კითხვები დაუსვეს გიორგი უდესიანის ნათესავ ზაზა გუგავასაც, რომელიც პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად გამოიკითხა.
კომისიის წევრებს კითხვები ჰქონდათ საქმესთან დაკავშირებულ ადვოკატებთანაც.