სპექტაკლის პრემიერა ბათუმის თოჯინების თეატრში

21 მარტი 2025, 20:06 117 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, 21 მარტს - მეთოჯინეთა საერთაშორისო დღეს, სპექტაკლის პრემიერით აღნიშნავს. თეატრის ისტორიაში პირველად, სპექტაკლი უცხოეთიდან მოწვეულმა რეჟისორებმა დადგა.
თურქეთიდან მოწვეული წყვილი, რეჟისორები - მარინა და ჰალიუქ იუჯეები, ბათუმის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ, ისინი არიან თეატრ ტემპოსა და ანკარას თოჯინების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებლები. რეჟისორების ფესტივალზე მასპინძლობის გარდა, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა მონაწილეობა მიიღო ანკარას თოჯინების საერთაშორისო ფესტივალში, რამაც გაამყარა სპეციალისტებს შორის თანამშრომლობის სურვილი.
საპრემიერო სპექტაკლი ,,მეფე მასხარა'' ორი ნაწილისაგან შედგება, მასში მხოლოდ ორი მსახიობი მონაწილეობს და ინტერაქციულია, გათვლილია 3 წლიდან მაყურებელზე.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში