პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დღეს დაკავებული სამი პირიდან ორი ხელწერილით გაათავისუფლეს

21 მარტი 2025, 22:46 121 ნახვა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დღეს დაკავებული სამი პირიდან ორი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა - ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს.

უწყების განმარტებით, სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დღეს სამი პირი დააკავეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პარლამენტთან, კიბეზე პატარა სკამების დადგმა სურდათ, თუმცა, მათივე თქმით, სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში