ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გრძელდება

22 მარტი 2025, 14:57 224 ნახვა

ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გრძელდება.  მეორე ტურის შეხვედრებში, დღეს ფრენბურთის კლუბ ბათუმის ვაჟთა და გოგონათა გუნდები, თბილისისა და ცაგერის საფრენბურთო გუნდებს მასპინძლობენ.
ამ მომენტისთვის ბათუმის ვაჟთა და გოგონათა ფრენბურთის კლუბები ეროვნულ ლიგაში პირველ პოზიციაზე იმყოფებიან.  მომდევნო შეხვედრებს შავიზღვისპირელები 29  მარტს თბილისსა და მცხეთაში გამართავენ. ცნობისთვის გასულ წელს, გოგონათა ფრენბურთის კლუბი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, ხოლო ვაჟთა გუნდი ვერცხლის პრიზიორი გახდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში