პროტესტი თბილისში - გამოხმაურება

23 მარტი 2025, 12:01 225 ნახვა

თბილისში გამართულ “მეგობარი აქტის” მხარდამჭერ აქციას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი.  „მამაცი ქართველი ხალხი პატრიოტები არიან, რომელთაც ძლიერი ქვეყანა სურთ ამერიკასთან ახლო კავშირებით. ისინი უარყოფენ ივანიშვილის ტირანულ რეჟიმსა და მის მცდელობებს მიყიდონ საქართველო ირანულ რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. აშშ გვერდში უდგას საქართველოს! #MEGOBARI”, - წერს ჯო უილსონი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში