სომხეთთან მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 5:0 დაასრულა

23 მარტი 2025, 18:46 237 ნახვა

სომხეთთან მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა, დიდი უპირატესობით, 5:0 დაასრულა.

ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში, „დინამო არენაზე“ სომხეთთან ატარებს.

სომხეთის ნაკრების კარში ორი გოლი მიქაუტაძემ გაიტანა, ორი კიტეიშვილმა, ერთი ჩაკვეტაძემ.

დღევანდელ შეხვედრაში გატანილი გოლით გიორგი ჩაკვეტაძე გახდა პირველი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების ისტორიაში, რომელსაც 10-ზე მეტი გოლი და 10-ზე მეტი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

მიქაუტაძის, ანგარიშზე ეროვნული გუნდის მაისურით უკვე 20 გოლია. ყველა დროის ბომბარდირებს შორის ის მეორეა, მას შოთა არველაძე უსწრებს (26).

საქართველოსა და სომხეთს შორის გამარჯვებული ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას B დივიზიონში გაატარებს. პირველი მატჩი ქართველმა ფეხბურთელებმა ერევანში 3:0 მოიგეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში