თევზის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის საჭირო ყველა კვლევა აჭარის ლაბორატორიულ-კვლევით ცენტრში იქნება შესაძლებელი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანი ქვეყანაში აკვა-კულტურის განვითარებაა.
უწყებაში ამბობენ, რომ აჭარის ლაბორატორიულ-კვლევით ცენტრში გამართული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ლაბორატორიის შესაძლებლობებს, გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს.