საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მორიგი სანქციის მოლოდინში 

24 მარტი 2025, 11:09 341 ნახვა

დაუწესებს თუ არა უეფა სანქციებს საქართველოს ნაკრებს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. საუბარია თბილიში გუშინ გამართულ საქართველო-სომხეთის მატჩის შემდეგომ დაპირისპირებაზე. გულშემატკივართა ნაწილს სტუმართა გუნდის ქომაგებთან კონფლიქტი მოუვიდა.

სომხური გამოცემები წერენ, რომ მათ ფანებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ბოთლებს ესროდნენ, რამაც საპასუხო რეაქცია გამოიწვია.

დაპირისპირებულებს შორის პოლიცია ჩადგა. ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი 6:1 დაამარცხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი