თბილისში ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში სამმა ქართველმა იასპარეზა. მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ტურნირის ფინალში პრინციპულ მეტოქესთან, ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ინალ ტასოევთან იუკოთი დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 და გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ). საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა ცხრა მედალი მოიპოვა.