პარკირების წესების დარღვევისთვის 400-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

01 მაისი 2017, 00:00 4269 ნახვა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 463 ადამიანი დაჯარიმდა. 

აქედან, 359 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დაჯარიმდა, 3 დგომის წესების დარღვევისთვის,  1 ორმაგი პარკირებისთვის, 59 ადამიანი ნიშანში დგომისთვის დაჯარიმდა, 9  ტროტუარზე დგომისთვის, 3 ტაქსის, სპეცტექნიკის პარკირების გადაუხდელობის გამო დაჯარიმდა,  23 ადამიანი დგომა გაჩერების წესების დარღვევისთვის და 6 ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის დაჯარიმდა. 

 

ფოტო:როინ გუნდაძე

ამავე კატეგორიაში