ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა კორუფციის აღქმების მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზეა ნათქვამი.
როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კორუფციის აღქმის მსოფლიო რეიტინგში საქართველო კორუფციისგან თავისუფლებით 50 საუკეთესო ქვეყანასა და ტერიტორიას შორის დასახელდა.