აჭარის კონტაქტური კარატეს ნაკრები იტალიის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

26 მარტი 2025, 10:35 286 ნახვა

კონტაქტურ კარატეში აჭარიდან სამი ასაკობრივი გუნდი დღეს იტალიაში, საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობისთვის  მიემგზავრება.

შეჯიბრებაში ბულგარეთის, ბელგიის, პოლონეთის, იტალიისა და საქართველოს ორასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.  აჭარიდან ცხრა მებრძოლი უმცროსი ასაკის ჭაბუკებში იასპარეზებს, ერთი ჭაბუკებში და სამიც ახალგაზრდებში.   

იტალიის შემდეგ ჭაბუკები საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ, ახალგაზრდებს შორის კი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ლიეტუვაში გაიმართება, მედლებისთვის მალხაზ ქაჯაია და ლუკა მგელაძე იბრძოლებენ.  

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში