მერიის გადაწყვეტილების გამო დაწყებული დავა

01 მაისი 2017, 00:00 2885 ნახვა

 ბათუმის მერიამ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მიწის ნაკვეთი არაერთ მოქალაქეს დაურეგისტრირა. მათ შორის იყო ერთ-ერთი ნაკვეთი ბაგრატიონის ქუჩაზე, სადაც მიწა რამდენიმე პირმა გაიფორმა.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ტერიტორიას მემკვიდრე ჰყავდა, რომელმაც საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლო დავა წამოიწყო. სასამართლომ  მერიას რეგისტრაციის გაუქმება და საკითხის ხელახალი განხილვა დაავალა.

ამ დროს კი ერთ-ერთმა მესაკუთრემ მიწა გაყიდა.  რატომ დაარეგისტრირა მიწის აღიარების კომისიამ წლების წინ ნაკვეთები საფუძვლიანი შესწავლის გარეშე, ასევე როდის განიხილავს საკითხს ხელახლა? ამ კითხვებზე უწყებაში დღეს არ გვიპასუხეს. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში