სამხრეთ კორეაში ვერტმფრენმა, რომელიც მასშტაბური ტყის ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა, კატასტროფა განიცადა. ინციდენტს პილოტი ემსხვერპლა.
უისეონგის რეგიონში ხანძარსაწინააღმდეგო ვერტმფრენები ტყის ხანძარს 22 მარტიდან ებრძვიან.
სამხრეთ კორეაში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარია.სტიქიამ 18 ადამიანი იმსხვერპლა.