ბათუმის მერიის ინფორმაციით, მწვანე კონცხის მიმართულებით, სადაც ამ დრომდე არ არსებობდა ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემა, ახალი ქსელის მოწყობა დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდგომ, 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით 500-ამდე ოჯახი ისარგებლებს.
პროექტი ითვალისწინებს 1000 კბ.მ რეზერვუარის, საწნეო ხაზის, სატუმბი სადგურისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. პროექტის ღირებულება 15 მილიონამდე ლარს შეადგენს და 2026 წლის აპრილის ბოლომდე დასრულდება. ამ დროისთვის ქსელის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.