ისრაელში დემოკრატია საფრთხეში არ არის, საფრთხე „დიფ სთეითს“ ემუქრება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ თუ „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს, მაშინ ისრაელი ტერიტორიებს დაიკავებს.