აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიურ სატრენინგო თეორიულ-პრაქტიკულ კურსს იწყებს. პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის მიმართულებით ახალი გიდების გადამზადება და რეგიონში გიდის პროფესიის განვითარებაა.
უფასო სამთვიან სასწავლო პროგრამაზე მიღება უკვე გამოცხადებულია. მასში მონაწილეობა გიდის პროფესიით დაინტერესებულ იმ პირებს შეუძლიათ, რომლებიც მინიმუმ ერთ უცხო ენასა და გიდის პროფესიისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს ფლობენ.
გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების განვითარებაა.