თურქეთში პროტესტი არ წყდება, ოპოზიცია მხარდამჭერებს ბოიკოტისკენ მოუწოდებს

27 მარტი 2025, 09:56 200 ნახვა

თურქეთის ოპოზიცია სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს დაკავების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ფარგლებში, მხარდამჭერებს მთავრობის მხარდამჭერი კომპანიების, ჰოლდინგების, ყავის ქსელებისა და სატელევიზიო არხების ბოიკოტისკენ მოუწოდებს. იმამოღლუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამდებობიდან გაათავისუფლა კორუფციის ბრალდებით დაპატიმრების შემდეგ, რასაც მთავარმა ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობა უწოდა.

გასულ კვირას იმამოღლუს დაკავების შემდეგ ათასობით ადამიანი  ყოველდღიურად მართავს აქციებს. ოპოზიციის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი შეიკრიბა სტამბოლში ყავის  მაღაზიათა ქსელის  ერთ-ერთი ობიექტის წინ. „ყველა თურქმა ხალხმა თავი აარიდოს ერდოღანის და მისი ახლობლების საკუთრებაში არსებულ ობიექტებს, არ გაამდიდროს ის და არ დააფინანსოს ერდოღანის მთავრობა“, - ამბობს აქციის მონაწილე ერთ-ერთი სტუდენტი.

თავად ერდოღანმა განაცხადა, რომ ბოიკოტისკენ მოწოდებები "უპასუხისმგებლო" ქმედებაა.

ყავის ქსელის საჯარო განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი 2014 წელს დაარსდა ყოველგვარი პოლიტიკური კავშირებისა და სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე.

„ჩვენ ყავას ვაკეთებთ და არა პოლიტიკას! - ნათქვამია  იქსზე  გავრცელებულ განცხადებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში