მეტელკინა-ბერულავას წყვილი თავისუფალი პროგრამის შემდეგ მეოთხე ადგილზე არიან

27 მარტი 2025, 11:44 213 ნახვა

წარმატებული სტარტი აიღო ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა. მათ სპორტულ ცეკვებში მოკლე პროგრამით თითქმის უშეცდომოდ იციგურავეს და პროგრამა მეოთხე პოზიციაზე დაასრულეს.

ქულათა ჯამმა 71,68 შეადგინა. მესამეადგილოსან გერმანულ წყვილს, მინერვა ჰასეს და ნიკიტა ვოლოდინს 73,59 ქულა აქვს. წყვილი საქართველოდან მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს. პირველ ადგილზე კი 76,57 ქულით იაპონელები რიკუ მიურამ და რაიჩი გავიდნენ.

სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამით სპორტსმენები 29 მარტს გამოვლენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში