თურქეთში ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

27 მარტი 2025, 13:55 241 ნახვა

თურქეთში სათხილამურო კურორტ ულუდაღის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად  2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

ხანძრის დროს სასტუმროში 12 ადამიანი იმყოფებოდა - დაწესებულების და მიმდებარე სათხილამურო კურორტის თანამშრომლები.  სასტუმრო, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, ტურისტული ბიზნესის სერტიფიკატის არ ქონის გამო იანვარში დახურეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია მამა-შვილი თურქეთის სათხილამურო და სნოუბორდის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი და მისი ვაჟი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში