უკრაინის პრეზიდენტი და ევროპელი ლიდერები პარიზში იკრიბებიან

27 მარტი 2025, 13:29 212 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და სხვა ევროპელი ლიდერები  პარიზში ელისეის სასახლეში იკრიბებიან, რათა განიხილონ სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერება, გადახედონ ცეცხლის შეწყვეტის მცდელობებს  და  შეაფასონ, თუ რა როლის შესრულება შეუძლიათ მათ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში.

მესამე სამიტი, რომელსაც საფრანგეთმა უწოდა "მსურველთა და შეძლებულთა" კოალიცია, აერთიანებს პოლონეთის პრემიერ მინისტრ დონალდ ტუსკს, ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს, იტალიის პრემიერ- მინისტრს ჯორჯია მელონის და თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს ჯევდეტ ილმაზს.

მაკრონმა უკრაინას საფრანგეთის სამხედრო მხარდაჭერის სახით კიდევ 2 მილიარდი ევრო გამოუყო. ფორმატი მიზნად ისახავს ევროპის როლის ჩამოყალიბებას კონფლიქტის დასრულების შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებაში.

იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენელი არ იმყოფება პარიზის შეხვედრაზე, ფრანგი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამიტის შედეგებს გაუზიარებენ აშშ-ს ადმინისტრაციას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში