ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან უწყვეტი საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები უკვე 120- ე დღეა 19 საათიდან იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნებით.
ისინი ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით მათი ჯარიმები 150 000 ლარს აჭარბებს , რისი გადახდის შესაძლებლობაც მათ არ აქვთ.
გაიხსნა საბანკო ანგარიშიც და მოქალაქეებს დახმარებისკენ მოუწოდებენ.