სანაკრებო პაუზის შემდეგ, დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდება და ხუთი შეხვედრა გაიმართება. „დინამო“ თბილისის ლიგის დებიუტანტ „გარეჯს“ მიიღებს, „კოლხეთი“ „გაგრას“ უმასპინძლებს.
ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „იბერია 1999“ სტუმრად „სამგურალს დაუპირისპირდება, გორის „დილასთან“ გასვლით შეხვედრას გამართავს „თელავი“.
რაც შეეხება ბათუმის „დინამოს“, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.