მეტელკინა-ბერულავას წყვილმა ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

28 მარტი 2025, 09:58 200 ნახვა

ბოსტონში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან ცოტა დააკლდა მედლამდე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილს. ისინი სპორტულ წყვილებში მოკლე პროგრამითაც მეოთხეები იყვნენ და თავისუფალი პროგრამითაც. თავისუფალში 130,53 ქულა მიიღეს, საერთო ჯამში კი 202,21. ბერულავამ და მეტელკინამ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს.

მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამით იციგურავა და 39 გამომსვლელს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა.

ეგაძემ 90,39 ქულა დაიმსახურა და ამ შეფასებით მან თავისუფალი პროგრამით გამოსვლის უფლება მოიპოვა, რომელიც 29 მარტს თბილისის დროით ღამის 02:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში