NBA-ში ქართველების გუნდები დამარცხდნენ

28 მარტი 2025, 09:48 193 ნახვა

NBA-ში მორიგი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა", რომელმაც საკუთარ მოედანზე "დალას მავერიკს" უმასპინძლა და 92:101 დამარცხდა. ამ წაგებით "ორლანდოს" ზედიზედ სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა. "ორლანდოს" მხრიდან საუკეთესო პაულო ბანკერო იყო, რომელმაც 35 ქულა ჩააგდო, ხოლო ფრანც ვაგნერმა თავის გუნდს 20 ქულა შესძინა.

გოგა ბითაძემ პარკეტზე არასრული 19 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში მის ანგარიშზე 3 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა.

დამარცხდა სანდრო მამუკელაშვილის „სან-ანტონიო“, რომელმაც „კლივლენდ კავალიერსთან“ 116:124 დამარცხდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში