ევრობასკეტი 2025-ის წილისყრის შედეგები

28 მარტი 2025, 09:48 205 ნახვა

ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის წილისყრა და გაირკვა,  „ჯვაროსნების“ მეტოქეები. C ჯგუფში არიან  კვიპროსი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნებიან.  ჩვენი ჯგუფის მატჩებს კვიპროსის ქალაქი ლიმასოლი უმასპინძლებს. 

პირველ ეტაპზე მატჩები 27 აგვისტოს დაიწყება, ხოლო ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ ოთხ-ოთხი საუკეთესო პლეი ოფის სათამაშოდ ლატვიაში გაემგზავრება. პირველ შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 28 აგვისტოს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ. 30 აგვისტოს იტალიას, 31 აგვისტოს კი საბერძნეთს დაუპირისპირდებიან.

ჩვენი გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ შეხვედრას 2 და 4 სექტემბერს, შესაბამისად, კვიპროსისა და ბოსნიის წინააღმდე გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე მეექვსედ ითამაშებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში