მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო იმ მტკიცებულებების ნაწილი, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამორიცხა. საქმე ეხება სხვადასხვა სახის მტკიცებულებას: ვიდეოჩანაწერებს, რამდენიმე წერილობით დოკუმენტს, ერთი მოწმის გამოკითხვის ოქმს.
სააპელაციო სასამართლომ დასაშვებ მტკიცებულებად ცნო საჯაროდ ინტერნეტში ხელმისაწვდომი ვიდეოები, რომლებიც დეტალურად ასახავს მზია ამაღლობელის დაკავებამდე, დაკავების პროცესს და შემდგომ მოვლენებს.
4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ამ და სხვა მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, რაც მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა დააკმაყოფილა.