შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების სპორტული აქტივობები გამართა დღეს ხელვაჩაურის მერის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებამ. სასპორტო სკოლაში სხვადასხვა სახის შეჯიბრება მოეწყო, მათ შორის გასართობი.
აქტივობებში ჩართული იყვნენ ასევე ახალგაზრდული ცენტრის მოზარდები და მისი მთავარი მიზანი შშმ ბავშვების სოციალური ინკლუზიაა. ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებაში ფიქრობენ, რომ ამ ფორმით ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებს საკუთარი უნარების უკეთ წარმოჩენასა და სამომავლოდ მოტივაციის გაზრდაში დაეხმარება.
სპორტულ-გასართობ შეჯიბრებაში დღეს ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მცხოვრები 50-ი შშმ ბავშვი მონაწილეობდა. თამაშები გუნდური პრინციპით მიმდინარეობდა და შეჯიბრებაში დაწინაურებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.