პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა პოლიტიკოსი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებელად შეკრიბნენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.