პროფესიული თვითგამორკვევის ფორუმი

29 მარტი 2025, 11:59 447 ნახვა

ბათუმის ტექნოპარკში ,,პროფესიული თვითგამორკვევის ფორუმი“ გაიმართა. ფორუმი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის პროფესიული თვითგამორკვევის პროცესის გაცნობას, საკუთარი ძლიერი მხარეებისა და ინტერესების იდენტიფიცირებას, სხვადასხვა კარიერული მიმართულებების გაცნობას და თანამედროვე შრომით ბაზარზე ორიენტირებას. ღონისძიებაზე მყოფ ახალგაზრდებს სხვადასხვა ინდუსტრიიდან მოწვეულმა პროფესიონალებმა გამოცდილება გაუზიარეს.  ღონისძიების ბოლოს "ბათუმის ინოვაციურ ცენტრსა" და "პროფესიული განვითარების ასოციაციას" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში