ჩვენი ლოლა ტუმასიანი

29 მარტი 2025, 20:05 177 ნახვა

დაგვტოვა თუმცა მაინც ჩვენთან არის, გიყვებით მეგობარზე, კოლეგაზე და გოგოზე,რომელსაც სიცოცხლე ყველაზე მეტად უყვარდა, იგი ჩვენთვის გახდა მაგალითი ბრძოლის, შეუპოვრობის, სიყვარულის და მიუხედავად ბევრი პრობლემისა და საშინელი სენისა, მან გვასწავლა რომ ბოლომდე უნდა გქონდეს იმედი და უნდა ვიყოთ პოზიტიური. გვიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი, თუმცა იმდენი დაუვიწყარი მოგონება დაგვიტოვა ყველას, რომ არ შეგვეძლო, თქვენთვის, მაყურებლისთვის არ მოგვეყოლა მის შესახებ. ხვალ ლოლას ბოლო გზაზე გავაცილებთ, თუმცა ჩვენს გულებში და ამ შენობაში მის შესახებ ხსოვნა სამუდამოდ დარჩება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში