მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს აღნიშნავს

30 მარტი 2025, 10:07 434 ნახვა

მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს აღნიშნავს.

სადღესასწაულო ლოცვა ბათუმში არსებულ მეჩეთში სრულიად საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა.

ხალხმრავლობის გამო, მორწმუნეთა ნაწილმა მეჩეთში, ნაწილმა კი ქუჩაში ილოცა.

მუსლიმ მრევლს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

დღესასწაული, ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ, რამადანის ერთთვიანი მარხვის შემდეგ აღინიშნება.

1 მარტიდან დღემდე, მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, წყლისა და საკვების მიღება ეკრძალებოდათ.

მუსლიმთათვის ეს არის მიტევებისა და ქველმოქმედების დღე. ბაირამის დღეს ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან, გასცემენ მოწყალებას და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში