რუსეთის მიერ ხარკოვზე „შაჰედის“ დრონებით თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ორი და დაშავდა 27 ადამიანი.
დაშავებულებს შორის ხუთი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, დრონებით დარტყმა ხარკოვის ექვს ადგილზე განხორციელდა.
დაზიანებულ ობიექტებს შორისაა სავაჭრო ცენტრი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო დაწესებულება და საოფისე შენობა.