გოგო, რომელიც შეუპოვრობისა და სიყვარულის მაგალითი გახდა - დღეს ლოლა ტუმასიანს ვემშვიდობებით. გაზეთ „აჭარასა“ და აჭარის ტელევიზიაში რამდენიმე წლიანი მუშაობის განმავლობაში ლოლამ შექმნა არაერთი ღირებული რეპორტაჟი, არაერთი მნიშვნელოვანი სტატია. შეიძინა მეგობრები, კოლეგები, რომლებიც დღეს მას ბოლო გზაზე გააცილებენ. ლოლა ტუმასიანი სამუდამოდ დარჩება ჩვენს გონებაში, როგორც სიმბოლო დიდი სიყვარულის. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სამძიმარს და ვიზიარებთ ოჯახის უდიდეს დანაკლისს.