უკრაინაში რუსეთის ოკუპაციისგან ბუჩის გათავისუფლების სამი წლისთავი აღნიშნეს

30 მარტი 2025, 17:53 195 ნახვა

უკრაინაში რუსეთის ოკუპაციისგან ბუჩის გათავისუფლების 3 წლისთავი აღნიშნეს. სამხედრო სასაფლაოზე შეკრებილებმა პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას. სასულიერო პირებმა ადგილობრივი ეკლესიის ეზოში პარაკლისი აღავლინეს.
2022 წელს რუსეთმა ბუჩა მალევე დაიკავა და 33 დღის განმავლობაში ჰქონდა ოკუპირებული. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ამ დროის განმავლობაში რუსებმა ბუჩაში 1400-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, მათ შორის 37 ბავშვი.  დასახლებაში აღმოჩენილია მასობრივი სამარხები და წამების ოთახები. ოკუპანტების მიერ მხოლოდ ბუჩაში ჩადენილი 9 ათასამდე სამხედრო დანაშაულია აღრიცხული.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში