შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - 1995 წელს დაბადებული დ.კ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სახე სპეციალური ნიღბით ჰქონდა დაფარული, მიმდინარე წლის 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინეს და იგი თბილისში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს"- განმარტავენ შსს-ში.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.