ამერიკის ნიუ-მექსიკოს შტატში რესპუბლიკური პარტიის შტაბ-ბინას ცეცხლი წაუკიდეს

31 მარტი 2025, 09:31 126 ნახვა

ამერიკის ნიუ-მექსიკოს შტატში  რესპუბლიკური პარტიის შტაბ-ბინას ცეცხლი წაუკიდეს. ინციდენტს, რომელიც ქალაქ  ალბუკერში მოხდა, პარტიამ განზრახ დაწვის აქტი უწოდა.

ნიუ-მექსიკოს ამ უმსხვილეს ქალაქს  დემოკრატიული პარტია აკონტროლებს. ცეცხლმა დააზიანა ერთსართულიანი ნაგებობის  შესასვლელი.

გამოძიების ფედერალური სამმართველოს განცხადებით, დაწყებულია გამოძიება დამნაშავეების გამოსავლენად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში