აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟურნალისტებს ნომერ პირველ ბორტზე ტარიფებზე, ტიკ-ტოკსა და უკრაინაზე ესაუბრა. ტრამპმა თქვა, რომ საპასუხო ტარიფები, რომლებსაც ის ამ კვირაში გამოაცხადებს, მოიცავს ყველა სახელმწიფოს და არა მხოლოდ 10-დან 15-მდე ქვეყნის მცირე ჯგუფს.
ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმება სურს და არ სჯერა, რომ ის თავის სიტყვას უკან წაიღებს.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ აპირებს გადაწყვეტილების მიღებას ირანზე მეორადი ტარიფების შესახებ იმის მიხედვით, დადებს თუ არა თეირანი შეთანხმებას ბირთვულ პროგრამაზე.