შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესი

02 მაისი 2017, 00:00 3069 ნახვა

დაბა ჩაქვისა და სოფელ ჩაისუბნის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია. ქობულეთის ბაღების გაერთაინების ხელმძღვანელი აცხადებს,  რომ დაწესებულებებს სასმელი წყალი ორი დღეა არ მიეწოდებათ. ია ხალვაშის თქმით, მათ გაფრთხილება არ მიუღიათ.

მისივე ინფორმაციით, ორივე ბაღში სასწავლო პროცესი ხვალ განახლდება. კომპანია „ბათუმის წყალში“ კი განმარტავენ, რომ შეფერხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. 

ამავე კატეგორიაში