ფინეთის პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში

31 მარტი 2025, 13:44 153 ნახვა

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი მოულოდნელი ვიზიტით აშშ-ს ეწვია და ფლორიდაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებები გამართა.    განიხილეს მათი ქვეყნების ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში  ტრამპმა განმარტა, რომ საუბარი უკრაინასაც შეეხო.

სტუბმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპის მოთმინება რუსეთთან დაკავშირებით ამოწურულია და აშშ-ს აქვს "შორსმიმავალი" გეგმები, თუ რუსეთი არ  დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას ან მას დაარღვევს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში