რუსეთმა უკრაინის ერთდროულად რამდენიმე ოლქზე დრონებით თავდასხმა განახორციელა

31 მარტი 2025, 13:43 194 ნახვა

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა უკრაინაზე  თავდასხმა 131  დრონით განახორციელა,  რომელთაგან 57 მოიგერიეს და 45-მა ვერ მიაღწია მიზანს. გარდა ამისა, რუსეთმა  ისკანდერ-მ ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენა.

თავდასხმების შედეგად დაზარალდა კიევის, ხარკოვის, ჟიტომირის, სუმისა და დონეცკის ოლქები. ხარკოვზე, რომელიც ზედიზედ რამდენიმე ღამეა თავდასხმის სამიზნეა, ერთი დღით ადრე  დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა. 

ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაცია ამ დროისთვის 3 დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ხარკოვში ორი დრონი   სამრეწველო შენობას და საწყობის სახურავსაც მოხვდა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი. 

კიდევ ერთი დრონი მოხვდა სახელოსნოს შენობას. დაზიანებულია სამი საცხოვრებელი კორპუსი, ასევე საბავშვო ბაღის შენობის ფასადი. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში