ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, ის კონტაქტური იყო. არსებული ინფორმაციით, ქვეითი "ზებრა" გადასასვლელზე გადაადგილდებოდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.