ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო დარტყმა მიიტანა

01 აპრილი 2025, 10:02 210 ნახვა
00:00
00:00

სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა ბეირუთში ისრაელის იერიშის შედეგად – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლიბანის პრეზიდენტმა დაგმო ისრაელის თავდასხმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში მდებარე შენობაზე და საერთაშორისო მოკავშირეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ქვეყნის სუვერენიტეტს.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამხრეთ ბეირუთზე ისრაელის თავდასხმა იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელიც ხელმძღვანელობდა „ჰამასის“ ტერორისტებს და საფრთხეს უქმნიდა ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი