„პსჟ“ საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა 

02 აპრილი 2025, 09:02 237 ნახვა
00:00
00:00

„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში „დიუნკერკის“ ესტუმრა     4:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა. შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოტოვა. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი თავს უკეთ გრძნობს და 5 აპრილს „ანჟერის“ წინააღმდეგ ითამაშებს. საფრანგეთის თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ „კანი“-„რეიმსის“ ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი დღეს  გაიმართება, ხოლო ფინალი – 24 მაისს.

იტალიის თასის ფინალში გასვლის შანსი ჰქონდა საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“, მაგრამ ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ 0:3 დამარცხდა და რეალური შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

საქართველოს ნაკრების მცველი მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც სამივე გოლი გატანილი იყო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი